23:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 10:59:52, 891 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე მეხორბლე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მეხორბლე ფერმერებს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას კახეთის მხარეში მცხოვრები 60-ზე მეტი მეხორბლე ფერმერი ესწრებოდა. მათი განცხადებით, შარშანდელი მოსავლის რეალიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე დაწესდა დროებითი დამატებითი საფასური, თუმცა, ამ გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში შემოსული ფქვილის მარაგები ჯერ კიდევ დიდია. აღინიშნა, რომ, ორი კვირის ინტერვალში, მარაგების შემცირების საფუძველზე, გაიზრდება ადგილობრივ ფქვილზე მოთხოვნა, წისქვილკომბინატები ადგილობრივი ფერმერებისგან სასურსათო ხორბალს ბაზარზე არსებულ სამართლიან ფასად ჩაიბარებენ. პროცესში აქტიურად ჩართვის მზაობას აცხადებენ, როგორც მცირე, ისე დიდი წარმადობის წისქვილები.

„ბოლო პერიოდში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და დარგის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი მიზანი იყო ყველა, მხარესთან შეჯერებით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ერთი მხრივ, შევინარჩუნებდით პურის ფასს და, მეორე მხრივ, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებდნენ მოსავლის რეალიზაციას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერას ახალი მოსავლის აღების პროცესშიც აგრძელებს. სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. ხორბლის აღების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics