23:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 11:12:51, 929 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა შვიდი წლისაა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან შვიდი წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება DIB სკოლაში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სკოლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ასევე, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის ქსელის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, რაც ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.

„სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ კი, სკოლის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრა, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და DIBS-ის საქმიანობა შეაჯამა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის უწყებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წელს შეიქმნა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics