|
2023-06-27 11:54:17, 664 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მეტეხის ხიდის მიმდებარედ, გადაჭრეს ათეულობით სურო, რომელიც ალამაზებდა პანდუსის კედელს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც ათეულობით სურო ძირშია გადაჭრილი. მისივე თქმით, გულგრილობის ნაცვლად, ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს. „ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ ხშირია. ეს მძიმეა როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს. ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება თქვენივე ფულით, ჩვენ ამას მხოლოდ ვამენეჯმენტებთ. ასევე, ყველა პროექტში ჩადებულია უამრავი ადამიანის შრომა. ამიტომ, გულდასაწყვეტია, როცა კონკრეტულ სივრცეებს, ინფრასტრუქტურას აზიანებენ, ანადგურებენ. ხშირ შემთხვევაში, ამას პატარები, ახალგაზრდები აკეთებენ, რასაც უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს არის საერთო პრობლემა, რომელსაც ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ - ახალგაზრდებს ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი მათი საკუთრებაა და მოქალაქეების განტვირთვისა და დასვენებისთვის კეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქალაქში გამონაბოლქვის თვალსაზრისით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, თითოეულ გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. „რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის მოწმენი გავხდით მეტეხის ხიდის მიმდებარედ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძირში გადაჭრეს ათეულობით სურო, რომელიც პანდუსის კედელს ალამაზებდა. ქალაქში, დაახლოებით, 600 ათასი ავტომანქანა მოძრაობს, რომელთა დიდი ნაწილი არის ძველი, 15 წლის ზემოთ. ასევე, დიდ ნაწილს კატალიზატორი საერთოდ არ აქვს და გამონაბოლქვის თვალსაზრისით, უდიდესი პრობლემა გვაქვს. შესაბამისად, თითოეულ ხეს, პარკს, რეკრეაციულ სივრცეს, გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ამის ფონზე, ვანდალიზმის ფაქტებს რომ ვაწყდებით, ძალიან გულდასაწყვეტია. ყველას მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქზე, გავუფრთხილდეთ მას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)