02:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:12:22, 627 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქ ბათუმში ევროინტეგრაციისა და სურსათის უვნებლობის გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია (EUFS-2023) გაიმართა.

„კონფერენციაზე ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები და საქართველოში ლაბორატორიული მომსახურების სრულყოფისა და სურსათის უვნებლობის საკითხები განიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა გააკეთეს მოხსენებები; სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების, ლაბორატორიაში უსაფრთხოების წესების დაცვის და ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 21 ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics