06:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 11:57:59, 1082 ნახვა

საზოგადოება
საუბრები ფოტოგრაფიაზე „თიბისი კონცეპტში“

თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, 20 და 24 ივნისს, უმასპინძლებს გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს ფოტოგრაფიის შესახებს. შეხვედრები, „თიბისი კონცეპტის“ საგამოფენო სივრცეებში მიმდინარე, ნესტან აბდუშელიშვილის და დავით სულაქველიძის გამოფენების ფარგლებში გაიმართება.

20 ივნისი | 19:00

შეხვედრა კურატორ მირიამ გრიგალაშვილთან.

თემაროგორ შევქმნათ ფოტო ისტორიები და გავიტანოთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე.

შეხვედრაზე განხილული იქნება ფოტო პროექტებზე მუშაობის ეტაპები - როგორ იქცევა იდეა ფოტო ისტორიად, როგორია მზადება გადაღებისთვის, რა უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა გადაღებისას და რა ხდება გადაღების დასრულების შემდეგ - ფოტოების შერჩევისა და ე.წ. სიქუენსის შექმნის მეთოდები.

გარდა შემოქმედებითი მუშაობისა, თანამედროვე ფოტოგრაფიულ სამყაროში, ავტორს საკუთარი ნამუშევრების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ვალდებულებაც ეკისრება. სწორედ ამიტომ, შეხვედრაზე დრო დაეთმობა იმ შესაძლებლობების განხილვას, რაც ფოტოგრაფებს პროექტების პოპულარიზებისთვის ეძლევათ, ასევე, სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს.

24 ივნისი | 17:00 საათი

შეხვედრა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან

თემადავით სულაქველიძის შემოქმედება „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი შეხვედრაზე ისაუბრებს დავით სულაქველიძის შემოქმედებაზე.

დავით სულაქველიძე უშუალო მონაწილე იყო და მან ფოტო ფირზე აღბეჭდა მოვლენები, რომლებიც 80-იანი წლების საქართველოში ვითარდებოდა. შემოგვინახა ისტორიული ფაქტები, რომლებიც ეპოქის დასასრულს, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. დღეს, „თიბისი კონცეპტში“, წარმოდგენილი გამოფენა, არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება.

შეხვედრებზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.

მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის 7.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics