07:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 11:44:53, 591 ნახვა

საზოგადოება
მერია - 2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი წესით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

„რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭება. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღემდე, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.

„პირველ  ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.

„გრძელდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა.  სექტემბერში  თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში,  ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics