11:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 11:09:24, 641 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფოირმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შემეცნებითი კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

„კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა. მათ მოხალისეების სახელმწიფოებრივ როლსა და თავდაცვის სფეროში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გრიგოლ გიორგაძე და გიორგი ბუბუნაური დაესწრნენ. სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ. მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. შემეცნებითი კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავდაცვის სამინისტრო მოხალისეობრივ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში უწყება სისტემატურად უზრუნველყოფს მათ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და ხელს უწყობს ერთობლივ სწავლებებში ჩართულობას. ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები. ეროვნულ დონეზე მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარების საქმეში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს. კოდექსის ძალაში შესვლის შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობასა და კოორდინაციას განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics