16:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 14:53:30, 881 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ცვლილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლის ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში გასეირნების წესებს დაარღვევენ.

"ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

კანონპროექტი ასევე, შეეხება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით",- ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics