16:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 19:36:20, 880 ნახვა

საზოგადოება
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ბათუმში პერფორმანსი - ,,სამი ამბავი ვაქცინაციაზე" გაიმართა

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ბათუმში პერფორმანსი - ,,სამი ამბავი ვაქცინაციაზე" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პერფორმანსი ევროკავშირის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ინიციატივითა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, საზაფხულო თეატრის მიიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა.

იმუნიზაციის კამპანია აპრილის თვეში დაიწყო და საქართველოში წლის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის მიზანია ბავშვთა იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდა და დაცვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან.

პერფორმანსი "სამი ამბავი ვაქცინაციაზე" მოძრაობის თეატრთან თანამშრომლობით შეიქმნა და მაყურებლებმა იმუნიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები უფრო ორიგინალური სახით მოისმინა.

მსგავსი ტიპის ღონისძიება ხვალ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამფითეატრში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics