|
2023-05-30 17:43:28, 1109 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმის სტადიონი მსოფლიო საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაზეა წარდგენილი, რომელიც რამდენიმე დღეში აშშ-ში გაიმართება
ბათუმმა როგორც ტურისტული, სპორტული, კულტურული და საერთაშორისო ღონისძიებების ქალაქმა 2023 წელს უკვე უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო თასს, ევროპის სოფლად ტურიზმის ასამბლეას, საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა ბათუმი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. „განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე. და ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შედეგები ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, უძრავი ქონების, სადაც ბათუმის სტადიონი წარდგენილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ველოდებით შესაბამის შედეგებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე. მათივე ცნობით, ბათუმი წელს არაერთი საერთაშორისო ღონიეძიების მასპინძელია. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. „ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დაჯილდოება რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, ამჯერად სტადიონი წარდგენილია მსოფლიო ჯილდოზე“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)