20:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 14:32:53, 837 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების შესყიდვა უახლოეს მომავალში გამოცხადდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენისთვის ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა, თუმცა ვინაიდან კომპანია „მეტროვაგონმაში“ სანქციების ქვეშ მოექცა, ხელშეკრულება უქმდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„პროცედურულად ძალიან მარტივი თემაა, ხდება აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება. თქვენ იცით, რომ ეს იყოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 2021 წელს გამოცხადებული შესყიდვა. კონკრეტული კომპანია იყო გამარჯვებული, მან წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი. აღნიშნული კომპანია მოექცა სანქციების ქვეშ, შესაბამისად, ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე - ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას ხომ არ ემუქრება დასანქცირება, მერი პასუხობს, რომ „მერია არაფერ შუაშია“.

„მერია არ დასანქცირდება, ეს არის EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მათი უშუალო ჩართულობითა და წესებით ჩატარდა. რაც შეეხება ახალი ვაგონების შესყიდვას, ამაზე გვექნება საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა სამინისტროსთან და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ  შესყიდვას ვაგონების შესაძენად“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics