22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 11:35:57, 700 ნახვა

საზოგადოება
გაბუნია - საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა

საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევისკენ და გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა, - აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგატებს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის შედეგები გააცნო.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ანტენატალური, პერინატალური და მშობიარობის შემდგომი მზრუნველობის გაძლიერებისკენ.

„ანტენატალური სერვისების პაკეტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს, მუდმივად ფართოვდება არსებული მტკიცებულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. დაინერგა მომსახურების მიწოდების ახალი მეთოდები, მათ შორის ტელემედიცინა, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგულარული ანტენატალური მეთვალყურეობა, ასევე მუდმივი კომუნიკაცია ოჯახებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 76-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics