22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 13:52:38, 904 ნახვა

საზოგადოება
1000-ზე მეტი დარეგისტრირებული უფროსკლასელი „თიბისის“ განათლების პროგრამაზე

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ათი დღის განმავლობაში, 1000-ზე მეტი უფროსკლასელი დარეგისტრირდა.

დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, "თიბისიმ" დაიწყო მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული, საგანმანათლებლო პროგრამა.

მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. კურსების რაოდენობა, მათი შინაარსის მრავალფეროვნება და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

"თიბისის" განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.

ამ ეტაპისთვის გაზაფხული-ზაფხულის ნაკადი სრულად შევსებულია. კურსებზე მიღება შემოდგომიდან განახლდება.

აღნიშნული სასწავლო პროგრამების განხორციელებით, "თიბისის" მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics