|
2023-05-19 21:34:41, 907 ნახვა
პოლიტიკა
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - პირდაპირი
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან აქცია დაიწყო. ქციის ორგანიზატორების განცხადებაში წერია, რომ "საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა - საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას." ნიკა მელიამ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა, რომ სანამ მიზეზს არ აღმოვფხვრავთ რუსული ხელისუფლება მუდმივა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. "მანამ, სანამ ჩვენ არა მხოლოდ შედეგს შევერკინებით, არამედ მიზეზს არ აღმოვფხვრავთ, რუსული ყაიდის ხელისუფლება მუდმივად სხვა და სხვა სიურპრიზს შემოგვთავაზებს. რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, საქართველოს, სამწუხაროდ, ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება და აქედან გამომდინარეობს შედეგი. შედეგი, რომელიც გულისხმობს რუსული მმართველობის სტილს, შედეგი, რომელიც გულისხმობს რუსულ თვითმფრინავს, რუსულ კანონს და ა.შ. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სიმპტომს ვებრძოლობთ, არამედ სენს. ერთ კვირაში კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯს გადადგამენ, - თქვა მელიამ. რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)