|
2023-05-19 19:05:34, 580 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური 7-8 მარტის აქციებზე - აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი
სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით. სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი და განხორციელდა სპეციალური ღონისძიება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება რუსთაველის მეტროს მიმართულებით დაეტოვებინათ ტერიტორია, ხოლო საპოლიციო კორდონებმა მსვლელობა დაასრულეს ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)