|
2023-05-19 18:51:26, 686 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა
ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებამ, ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა, თავდასხმები, რასაც შედეგად 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს უნდა გადაენაცვალათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება რათა არ მისცემოდათ იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება. მოწყოთ მათთვის სირცხვილის კორიდორები და ასევე განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე. მოწოდების შესაბამისად აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით“, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ვინაიდან არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მომხდარიყო პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და პარლამენტის შენობის დატოვების დროს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებსა და თანამშრომლებზე განხორციელებულიყო მიზანმიმართული ფიზიკური ანგარიშსწორება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებითი საპოლიციო ძალების გამოყვანის შესახებ. „საპოლიციო კორდონებით განხორციელდა ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკეტვა, რათა დაცული ყოფილიყო პარლამენტის გამოსასვლელები. დაახლოებით 21:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, დაიწყეს აგრესიული ქმედებები, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ფიზიკურ დაპირისპირებასა და თავდასხმებში“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)