22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 17:23:47, 966 ნახვა

საზოგადოება
ქედაში, შეხვედრა თემაზე ,,კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსი, გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა თემაზე ,,კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსი, გამოწვევები და შესაძლებლობები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილი და მოწვეული სპიკერი, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსი მენეჯერი, აკაკი შეყელაძე უძღვებოდნენ.

საინფორმაციო სესიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემების, ასევე საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics