01:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 15:54:20, 716 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ოდიშარია მიხეილ დაუშვილს - არასერიოზულად იცით როდის გამოიყურებით? თქვენს ლიდერს რომ ბაძავთ ინტონაციით და პარტიული „ბრეიქდანსით“

იცოდით თუ არა ამგვარი დანაშაულების შესახებ მაშინ, როდესაც იყავით ბიზნესომბუდსმენი - „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული ამ კითხვით უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ოდიშარია ასევე დაინტერესდა, ენდობა თუ არა დაუშვილი გერმანელ, ესპანელ და სხვა ევროპელ პარტნიორ სამართალდამცავებს.

“თუ გახსენდებათ, რომ შურაცხყოფა მომეყენებინოს თქვენთვის, მაშინაც კი, როდესაც წინა დღეს ამ სასახლის ეზოში დედას მეფიცებოდით, რომ ჩვენი გუნდიდან გასვლას არ აპირებდით და თურმე უკვე გასულიც იყავით და გადასულიც. ეს საზოგადოებამ შეაფასა და მაშინაც კი ეს დავტოვე თქვენ გადაწყვეტილებად და თქვენ თავისუფლებად და მივიჩნიე თქვენს გემოვნებად. არასერიოზულიაო, აბსოლუტურად სერიოზულ შეკითხვას გისვამთ, იცოდით თუ არა ამგვარი დანაშაულების შესახებ მაშინ, როდესაც იყავით ომბუდსმენი და მეორე გკითხეთ - ენდობით თუ არა გერმანელ, ესპანელ და სხვა ჩვენს ევროპელ პარტნიორ სამართალდამცავებს. რაც შეეხება არასერიოზულობას, ცოტა გაუფრთხილდით და გაფილტრეთ თქვენი საუბარი, თორემ მიიღებთ იგივეს. არასერიოზულად იცით როდის გამოიყურებით? თქვენს ლიდერს რომ ბაძავთ ინტონაციით და კიდევ ხელებში მტევნების გრეხვით, თქვენი პარტიული „ბრეიქდანსით“, აი, მაშინ გამოიყურებით არასერიოზულად და კომიკურადაც, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics