00:57 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 20:24:41, 879 ნახვა

პოლიტიკა
აზარაშვილი სააკაშვილზე - სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ პაციენტს ყველა საჭირო სერვისი მიეწოდება

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა არსებული საკითხი და მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება.

"პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე არ არსებობს კითხვა პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მკურნალობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც განიხილა ეს საკითხი და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის და ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება.

საქართველოში ნებისმიერი პაციენტის თუ მსჯავრდებულის უფლებები არის მაქსიმალურად დაცული და დიამეტრულად განსხვავებულია იმისგან, 10 წლის წინ რაც ხდებოდა სისტემაში და ყველა პაციენტს ერთნაირად, გულისხმიერად და მაღალკვალიფიციურად ემსახურებიან, როგორც ექიმები, ასევე პენიტენციური სამსახური",- განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics