02:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 17:46:41, 1406 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის, ოლადაურისა და ჯუმუშაურის სოფლებში მცხოვრები ქარცივაძეები და ფუტკარაძეები, საავტომობილო გზით წელს პირველად ისარგებლებენ. 

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ოჯახებს, რომლებსაც სამანქანე გზა არასდროს ჰქონიათ და შემოვლითი გზით სარგებლობდნენ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოუგვარდებათ. 

"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, ორივე ლოკაციაზე გაიჭრა ახალი სამანქანე გზა. ამ ეტაპზე ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 68 000 ლარამდე დაიხარჯება, სამუშაოებს შპს ,,მიზანი 2020“ ასრულებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics