00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 17:34:46, 936 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება. 2023 წელს, საქართველოს პარლამენტმა, მიიღო ორი კანონპროექტი და აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ჩამოყალიბდა პარამედიკოსის პროფესიის საკანონმდებლო საფუძველი. გაიზარდა პარამედიკოსის, როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმწოდებელი რგოლის მნიშვნელობა, - აღნიშნა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აზარაშვილმა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეფექტური გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის, დაიწყო მოტომედიკოსის პროექტის განხორციელებაც. 

„შესაბამისად აღჭურვილი მოტო ტრანსპორტი შესყიდულია. ტრანსპორტი დაკომპლექტებულია გადამზადებული ექიმებითა და პარამედიკოსებით. სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად ხორციელდება გამოძახებაზე გასვლა და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, როგორც სეზონურად, საკურორტო ზონებში, ისე - დედაქალაქში“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა, პარამედიკოსის სპეციალიზაციის არსებულ კურსებზეც ისაუბრა. 

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მსურველებს, სთავაზობს პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსის გავლას, პარამედიკოსად დასაქმების მყარ გარანტიებს და ადეკვატურ სახელფასო ანაზღაურებას. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენონ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებიც, ამჟამად, იმყოფებიან პროფესიის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics