|
2023-05-18 16:41:34, 734 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს
ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას, - ასე ეხმაურება 108 არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. "ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ ამგვარი დემარში უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს, რამაც უკვე მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები ევროკავშირში და არა რუსეთში. ჩვენი მოსახლეობა უკვე ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომლის ერთ-ერთი შედეგი რუსული იმიგრაციის ზრდაა საქართველში. ფასების მკვეთრი მატება და ინფლაცია ამ პოლიტიკით გამოწვეული დამატებითი საფასურია, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს გვიწევს. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)