00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:10:03, 641 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - რამდენიმე წელიწადში რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შესაძლებლობების მქონე სამედიცინო კომპლექსი გახდება

რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელიწადში გახდება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონისა და შესაძლებლობების მქონე სამედიცინო კომპლექსი,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზარაშვილის განცხადებით, უკვე შემუშავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმა და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება დაწესებულება, რომელიც თანაბრად იზრუნებს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესებზე.

„გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს ექნება მძლავრი საუნივერსიტეტო მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო 500 საწოლზე. გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა, ახალ შენობაში განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის ცენტრი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, ზურაბ აზარაშვილმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოებეს ისაუბრა, რომელიც  წლის ბოლომდე დასრულდება.

„სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სულად დააკმაყოფილებს. ამ სივრცეში განთავსდება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური ცენტრი და მისი გუნდი. მოეწყობა უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები“,- დასძინა აზარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics