00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:51:41, 653 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ხელფასის ზრდა შეეხო 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს

ხელფასის ზრდა შეეხო 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე საუბრისას განცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას მომსახურებას უწევდეს მაღალკვალიფიციური ექიმები, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე.

„წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს-არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics