|
2023-05-18 15:10:22, 562 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს მოქალაქეების 37%-ს ურტყამენ ვიზებს და მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში, მაჩვენებელი არის 63-დან 88%-მდე - ეს დისკრიმინაციული მიდგომა მგონია
გამჭვირვალე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს განაცხადებს 37 პროცენტით უკმაყოფილებენ და ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს უკმაყოფილებენ 63-88 პროცენტით. ეს არის გამჭვირვალე ინფორმაცია, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას აშშ-ის სავიზო პოლიტიკის შესახებ. მან ასევე შეაფასა შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომლის თანახმად, თუ ადამიანები წესებს დაიცავენ, ისინი ვიზებს მიიღებენ. კობახიძის განცხადებით, ის აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან, სინანულის გამოხატვას ელოდა მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვს ავიზების აღებაზე პრობლემები შეექმნა, რის შედეგადაც მათ აშშ-ში გამგზავრება ვერ მოახერხეს. ირაკლი კობახიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ელჩი დაინტერესდება, "თუ რატომ არის პარტნიორი ქვეყნის საკონსულო სამსახურის მიდგომა საქართველოს მოქალაქეების მიმართ უსამართლო". „მე ველოდებოდი ერთგვარ გულისტკივილს, სინანულის გამოხატვას ამასთან დაკავშირებით, თუმცა, სულ სხვა რეაქცია მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებში, რომ გადაიხედოს ის დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს საკონსულო სამსახური. საელჩო უნდა დაინტერესდეს მგონი ამით, არ არის სწორი როდესაც საქართველოს მოქალაქეების 37 პროცენტს ურტყამენ ვიზებს და ჩვენი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი არის 63-დან 88 პროცენტამდე. მგონი, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომა, რაც უნდა გადაიხედოს. ელჩიც შეიცვლება და იმედი მაქვს, ახალი ელჩი დაინტერესდება უფრო მეტად, რა არის საკონსულო სამსახურის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი. ასევე იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ გაუმჯობესდება დამოკიდებულება საკონსულოს მხრიდან. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ელჩი ამ საკითხით დაინტერესდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)