|
2023-05-18 15:01:42, 649 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმების ენით საუბარს და ევრორეკომენდაციების საბოტაჟს
თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, ულტიმატუმების ენით საუბარს და რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, რადგან ყველამ იცის, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ ოპოზიცია კოლეგებს აბულინგებდა, რაც მისი შეფასებით, ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა. „ორი ფაქტია ხელისგულზე - ერთი, გუშინ შევხედეთ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებას, როგორ აბულინგებდით თქვენს კოლეგებს და მეორე - თქვენივე ტელევიზიები ყვებოდნენ, რისი ხმა გამოდიოდა თქვენი ფრაქციის ოთახიდან, თქვენი ტელევიზიები ყვებოდნენ გინებაზე, ჩხუბზე, აყალ-მაყალზე და არა, არ ვაბულინგებთ ერთმანეთსო. ეს არის ფაქტი და მეორე ფაქტი, ბატონო დავით, თქვენ რომ ბრძანებთ, როცა ჩვენ კონსულტაციები გადავწყვიტეთ სხვა ფორმით, არა ამ ფორმით, როგორიც თქვენ დაიწუნეთ, მაშინ სახალხო დამცველთან დაკავშირებით ბოლოს სად მივედით იცით? ათობით ოფიციალური, არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ორი გვარი დაგვიდეთ, ან ამას აირჩევთ, ან მხარს არ დაგიჭერთო. ხომ იყო ასე, არაფერი ტყუილი არ არის, ტყუილი თქვენსკენ მოიკითხეთ. ახლა რა ხდება, ორი გვარი დაგვიდეთ წინ, არაფერ კომისიას არ დაუდია, იქ ქულათა შეფასების სისტემაშიც კი იტყუებოდით. შესაბამისად, თქვენი მოლაპარაკებები ასეთია, რომ თქვენ დადებთ, თქვენს წარმომადგენლებს ან ჩავსვამთ სადღაც, რომელიღაც საბჭოში, ან დავსვამთ სახალხო დამცველად, ან თქვენ არ მოდიხართ არაფერზე. ულტიმატუმის ამ ენით საუბრობთ და ამიტომ იყო თვეების განმავლობაში ერთი გვარიც რომ არ დაგვისახელეთ და რეალურად არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაგიკეთებიათ საჯაროდ. მერე გითხარით, რომ ბოლო დღეა კენჭისყრებამდე და თუ შეიძლება წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა მზაობა, რომ გვემსჯელა ამ კანდიდატებზე. თქვენ ამაზე უარი თქვით, არცერთმა თქვენგანმა ერთი პოლიტიკური სუბიექტის გარდა, გვარებიც კი არ დაასახელეთ და ახლა გვამუნათებთ და ჭკუას გვასწავლით. ამიტომ, თავი დაანებეთ ერთმანეთის ბულინგს, თავი დაანებეთ ულტიმატუმების ენით საუბარს და რაც ყველაზე მთავარია, თავი დაანებეთ ევრორეკომენდაციების საბოტაჟს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს საკითხი და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა არის ევრორეკომენდაციის ერთერთი პუნქტის დადებითად გადაწყვეტა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)