|
2023-05-18 09:29:31, 872 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - რაოდენ მძიმე და საზიანოა ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ჩვენთვის არავის სასწავლებელი არ არის, ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ - ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია
საქართველო არაფერს იმისგან განსხვავებულს არ აკეთებს ახლა, რასაც აკეთებდა 2008 წლის ომის შემდეგ. ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები - პოლიტიკური, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება არის ზუსტად იმ დონეზე, რაც ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული შეტევის და ომის შემდგომ იყო და ეს ხაზგასასმელი ფაქტორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. მისი თქმით, ის კონტექსტი, რომელიც დღეს მსოფლიოშია რუსეთთან მიმართებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ 2008 წელს დადგა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია განხორციელდა. „რა თქმა უნდა, დღეს კონტექსტი განსხვავებულია და მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა აგრესიული თავდასხმა უკრაინაზე, კონტექსტი შეიცვალა, კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას არ ახსოვს. ეს კარგად გვესმის, მაგრამ დამიჯერეთ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის, რომელიც დღეს არის, ეს კონტექსტი უკვე დამდგარია 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ამიტომ, რაოდენ მძიმე და საზიანოა ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ჩვენთვის არავის სასწავლებელი არ არის - ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ 20 კილომეტრშია [რუსეთის ჯარი], 20-ში კი არა, 2 კილომეტრშია, თითო კილომეტრშია, მათ შეუძლიათ ძალიან დამანგრეველი ზიანი მოაყენონ ჩვენს სახელმწიფოს. ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ომის სიმძიმე გვესმის, მაგრამ ამ ხელისუფლების მთავარი კონტექსტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება, ამ ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის შენარჩუნება და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის შანსის შენარჩუნება - ეს არის ობიექტური რეალობა",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)