|
2023-05-18 09:26:03, 791 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ენმ-ი და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში
საზოგადოებამ დაინახა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ჩემსას არ ითვალისწინებ შემდეგ, ადამიანებს არ მისცეს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება, ეს არის ობიექტური რეალობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვებაზე ისაუბრა და აღნიშნული რეკომენდაციების ჩაშლის მცდელობად შეაფასა. მისივე თქმით, ბულინგი ხორციელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს. „დღეს, რაც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ არის პირდაპირი საბოტაჟი - ჩაშლა რეკომენდაციების შესრულების, ეს არის ობიექტური რეალობა. როდესაც კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ხომ კარგად გვესმის, რომ ეს კონსულტაციები მარტო ერთ დღიანი პროცესი არ ყოფილა, ორ თვეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ ინტერვიუები ამ კანდიდატებთან. ჩვენ რაღაც ეტაპზე უნდა მივსულიყავით ეს და გადაწყვეტილება მიგვეღო. თქვენ კარგად იცით, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ ივნისამდე გვინდა ყველა რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ რაც მათ გააკეთეს ეს არის სრული საბოტაჟი და პირდაპირი შეჩერება რეკომენდაციების შესრულების, მაგრამ კარგია, რომ სამი კანდიდატი უკვე არჩეულია და ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და იმედს გამოთქვამს, რომ მათ, ვისაც ხმა არ მიუცია, შემდეგში ღიად დაუჭერენ მხარს მათთვის სასურველ კანდიდატს. „ვინც საქართველოს კარგად იცნობს, ძალიან ძნელია, ჩვენგან ითხოვდეს ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიასთან დაკავშირებას და რაიმე კონსენსუსის მიღწევას დავით კეზერაშვილის ფულთან. ეს ობიექტური რეალობა და ჩვენთვის ძალიან რთული, უძნელესი და შეუძლებელიც კია, გულწრფელად გეუბნებით, წარმოუდგენელი რამ არის. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტა საღი აზროვნება, საღი გონება აქვთ შემორჩენილი და რაღაცა პოზიციონირება (შეუძლიათ) და უფრო დიდი მიზანს ხედავენ, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს და აქედან გამომდინარე რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ. მე იმედი მაქვს, რომ მათ შორის ვისაც ხმა არ მიუცია, ყველა ამ დეპუტატში საღი გადაწყვეტილება მომწიფდება და ისინი ღიად დაუჭერენ მხარს ამა თუ იმ კანდიდატს, ვინც მათთვის იქნება მისაღები იმიტომ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს პინაზე- ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენ შეგვაფასებენ იმით, ეს რეკომენდაცია შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ და ყველა, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ რეკომენდაციების შესრულებაში რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას და აგურს დადებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)