|
2023-05-17 17:43:07, 1266 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა 5 ოპოზიციონერზე - ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთან თანამშრომლობა გაგრძელდეს
ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს ამ ადამიანებთან, რადგან ის საკითხი, რასაც მათ მხარი დაუჭირეს, არის ფუნდამენტური საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს. მისივე თქმით, მიუღებელია, რომ არსებობდეს ის პოზიციები, რაც დღეს 5-მა ოპოზიციონერმა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შედეგად დააფიქსირა. „მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, რადგან ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი. ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, არა ფრაქციისთვის, პარტიისთვის ან რომელიმე ერთეული დეპუტატისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა. წინასწარ რომ გვცოდნოდა, მსგავს რამეს გააკეთებდნენ, პირდაპირ გეუბნებით, რომ იმ განცხადებას, რომელსაც ისმენთ ახლა, მოისმენდით მანამდე, რადგან ეს განცხადება და ეს შეხედულება აღნიშნულთან აკავშირებდათ არ შეიცვლება, არ შეიცვლებოდა და ვერ იქნება განსხვავებული. ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის სასამართლო, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, რომელიც დღეს დააფიქსირა. ეს არის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და რამ გამოიწვია ეს, რა იყო ამის მიზეზი, ამაზე ალბათ თავად ისაუბრებენ. მედიისთვის ცნობილია და თავად მედიის წარმომადგენლებმა მომაწოდეს ეს ინფორმაცია, შემდეგ კადრების ნახვის შესაძლებლობაც მქონდა, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე და რამდენადაც ვიცი კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც ჩვენი ფრაქციის წევრია“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)