|
2023-05-17 16:41:57, 1217 ნახვა
პოლიტიკა
მელია 5 ოპოზიციონერზე - მათ აღარ აქვთ უფლება, რომ პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდნენ
დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხს. მისივე თქმით, არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, აღარ აქვს მორალური უფლება, ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს. "დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ. როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცესპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა "ლაგდება" სადაც და როგორც უნდა. არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს", - წერს მელია. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)