23:44 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 16:37:21, 807 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ჟურნალისტს - თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა

თქვენ თუ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო 49 ბავშვი არ გაუშვეს ამერიკაში, ეს საერთოდ კატასტროფა ყოფილა, მადლობა ამ მინიშნებისთვის, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ანსამბლ „მართვეს“ ბავშვებს შორის მისი შვილი. 

მისი თქმით, ასეთი კითხვის დასმა სამარცხვინოა, რადგან ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი.

"რაც შეეხება „მართვეს“, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. მე ინფორმაცია საიდან მქონდა, ეს მეორეხარისხოვანია, რატომ გაინტერესებთ, მე შეიძლება ინფორმაცია მქონდეს რაღაცის გამო, მაგრამ თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ ჩემი შვილის გამო არ გაუშვეს? აბა, რატომ კითხულობთ? თავიდან თქვით, რომ ბევრი სხვა ასეთი შემთხვევაც იყო, მერე გაასწორეთ. 

თუ ბევრი ასეთი შემთხვევაც არსებობს,  მით უმეტეს, დიდი პრობლემა ყოფილა, მაგრამ ამ კითხვას რომ სვამთ, ესეც სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ესეც არის პატარა ლიბერალური ფაშიზმის ელემენტი, რაც თქვენ გამოამჟღავნეთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics