|
2023-05-17 15:09:00, 908 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - მათი გვარები უნდა ვიცოდეთ, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ იუსტიციის საბჭოში 3 წევრი „ოცნებამ“ აირჩია როგორც „კლანის წევრი“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა იცოდეს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების სახელები და გვარები, ვინც კენჭისყრაში ხმა არამოსამართლე წევრების არჩევის სასარგებლოდ მისცა. წითლიძის თქმით, მათ შორის ერთ-ერთი ნიკა მაჭუტაძეა. „ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს იმაში, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრი „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია როგორც „კლანის წევრი“. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სახელით და გვარებით ვიცოდეთ. ერთია ნიკა მაჭუტაძე, რომელმაც დაადასტურა, დანარჩენთან დაკავშირებით ვარკვევთ. ესენი არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები, ფრაქციის წევრები კი, სავარაუდოდ, შეიძლება იყვნენ",- ამბობს წითლიძე. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)