|
2023-05-17 14:28:11, 623 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ოცნება“ დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ოპოზიციონერს გაურიგდა
"ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან,- ამის შესახებ პარტია "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლივილმა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ივაჭრა და იყიდა. "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის თემა არის ერთ - ერთი მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში და ეს თემა მოითხოვს პოლიტიკურ კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით მათღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, "ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და თითქოს სურდათ ეს პოლიტიკური კონსენსუსი, ჩვენ მუდმივად ვადასტურებდით, რომ პოლიტიკური კონსენსუსისთვის, თუ ეს კეთილსინდისიერი კანდიდატების ასარჩევად იქნებოდა მიმართული ოპოზიცია იყო მზად. მათ გააკეთეს ის, რომ ივაჭრეს რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყიდეს და ეს უნდოდათ, რომ შეესაღებინათ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ბრიუსელისთვის, რომელმაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა შეაფასოს წლის ბოლოს შესრულდა თუ არა რეკომენდაციის ეს ნაწილი - ეს უნდოდათ შეესაღებინათ როგორც პოლიტიკური კკონსენსუსის ნაწილი",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)