|
2023-05-17 13:45:41, 1002 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლის განცხადებას, შესაძლოა, მოკლე პერიოდში კონკრეტული სანქციები მოჰყვეს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ამ განცხადებას მოკლე პერიოდში შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული სანქციები,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეის, ვედანტ პატელის განცხადებას. ბეჟაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ გააშიშვლებს „ქართული ოცნების“ რუსულ შინაარსს. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან შეშფოთებულები იმით, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად მოახდინა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას კვლავ აგრძელებს, მიუხედავად 7-8-9 მარტის საპროტესტო აქციების სულისკვეთებისა ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჯიუტად ადგას ანტიდასავლურ პროპაგანდას და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ბუნებრივია, ამ დიპლომატიურ განცხადებას მოკლე პერიოდში შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ გააშიშვლებს „ქართული ოცნების“ რუსულ შინაარსს და ხასიათს",- განაცხადა ბეჟაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 17 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადადგამს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)