|
2023-05-17 12:19:22, 683 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი ფრენების აღდგენაზე - საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია
საქართელოს ხელისუფლება ორგამ თამაშს თამაშობს, ჩემთვის გაუგებარია, გინდოდეს ევროკავშირში შესვლა და თან ამის საწინააღმეგი ნაბიჯებს დგამდე,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას. არესტოვიჩის თქმით, რუსეთთან ფრენების აღგენის შემდეგ საქართველო დასავლეთის მხრიდან სანქციების პირველი კანდიდატია. "საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია. პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს როლები აქვთ განაწილებული. ისინი თამაშობენ ბოროტსა და კეთილს. ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია, ვისურვებდი, რომ სანქცირებამდე მივიდნენ და ცოტა ფიქრი დაიწყონ. თან სახლში გინდა და თან შენი პატრონების მოსმენა არ გინდა, უცნაური ისტორიაა. ქართველებს, ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, ამბობენ, რომ გასაკვირი არაფერია, უკვე წლებია ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მიდის",- განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)