|
2023-05-17 12:17:39, 653 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯია
ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონაალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ა.შ. "ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი. შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს “რუსული კანონი”, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)