01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 11:15:58, 564 ნახვა

საზოგადოება
საჯარო ლექცია ნოტარიუსის პროფესიის შესახებ

როგორ გავხდე ნოტარიუსი, სტაჟირება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი პროფესიის დასაუფლებლად, სტაჟირების კონკურსის წესი და პირობები - ამ და პროფესიის დასაკავებლად საჭირო სხვა ეტაპების შესახებ ნოტარიუსმა ეკატერინე ნანდოშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროექტ ,,პროფესია ნოტარიუსის" ფარგლებში ეკატერინე ნანდოშვილმა ნოტარიატის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზეც ისაუბრა, საჯარო ლექციის დასასრულს კი ნოტარიუსმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მომავალ იურისტებს სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

მათივე ცნობით, სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექციების გამართვის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics