|
2023-05-17 10:18:34, 753 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მოლდოვის ფრთხილ პოლიტიკას, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება
გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამიტომ ხშირად გვსაყვედურობენ რატომ ვართ ფრთხილები და პრაგმატულები. ეს ყველაფერი სინამდვილეში რომ „გადაითარგმნოს“, გულისხმობს იმას, რომ გვსაყვედურობენ, თუ რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ამას სხვადახვა ფორმით გვსაყვედურობენ, თუმცა, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ქვეყანა და საზოგადოება. მისი თქმით, მოლდოვა, რომელიც საქართველოს მსგავს სიტუაციაშია, რუსეთთან მიმართებით ასევე ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, თუმცა, მისი მისამართით კრიტიკა არ ისმის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოსგან სხვა როლის შესრულებას ელოდება. „ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა. მოლდოვა არის, დაახლოებით, ჩვენს მსგავს ვითარებაში, არის დღემდე დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატოს წევრი, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოლდოვაში არის პრორუსული. თქვენ იცით საქართველოზე რას ლაპარაკობენ- ათას სისულელეს, ათას აბსურდს და ტყუილს. მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა როცა ყველას ესმის და ჩვენი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს რა არის ამის მიზეზი. მგონი, მიზეზი არის ერთი რაღაც: საქართველოსგან, სამწუხაროდ, ელოდებიან სხვა რამეს, მოლდოვისგან გასხვავებით. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსგან აქვს სხვა რამის მოლოდინი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)