|
2023-05-17 10:15:16, 760 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს თანამემამულეების კავშირს საკუთარ სამშობლოსთან - აქ ითხოვენ, თანამემამულეებს ხელოვნურად შევუქმნათ ბარიერები
მილიონამდე ქართველი, საქართველოდან წასული ადამიანი ცხოვრობს დღეს რუსეთის ფედერაციაში და ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ სახელმწიფომ არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს, ხელი უნდა შეუწყოს თანამემამულეების კავშირს საკუთარ სამშობლოსთან. აქ ითხოვენ, რომ ჩვენ თანამემამულეებს ხელოვნურად უნდა შევუქმნათ ბარიერები სამშობლოსთან ურთიერთობის კუთხით, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. მისი თქმით, 2006 წელს წინა ხელისუფლების „პრაგმატული“ პოლიტიკის წყალობით, სატვირთო თვითმფრინავებით ადეპორტებდნენ ქართველებს საქართველოში. „რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს თანამემამულეებს, აქაც უამრავი სპეკულაციაა. 144 ათასი ადამიანი არისო, ვინც საკუთარ თავს აცხადებს ქართველად რუსეთის ფედერაციაში, ეყრდნობიან რუსეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს. მე აქაც მინდა შეგახსენოთ, რამ გამოიწვია ხელოვნურად ამ სტატისტიკის შემცირება, 2006 წელს წინა ხელისუფლების „პრაგმატულმა“ პოლიტიკამ, როდესაც ქართველებს, იმისთვის, რომ მათი დეპორტაცია არ მომხდარიყო, რა ხდებოდა, გახსოვთ 2006 წელს, როდესაც სწორედ ამ „პრაგმატული“ პოლიტიკის წყალობით, სატვირთო თვითმფრინავებით ადეპორტებდნენ ქართველებს საქართველოში. მაშინ უამრავმა ქართველმა არა მარტო მოქალაქეობის ეთნიკურობის შესახებ ჩანაწერი შეცვალა შესაბამის დოკუმენტაციაში და სტატისტიკის მონაცემებში, გვარებიც კი, დაბოლოებები გადაიკეთეს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. სინამდვილეში თვითონვე წამოცდათ, რომ გაეროს მონაცემებით, მინიმუმ 450 ათასი ქართველი ცხოვრობს, მარტო ქართველი, არაფერს ვამბობ აზერბაიჯანელებსა და სომხებზე, დამატებით არის ეს, ვინც გავიდა საქართველოდან, ანუ, გაეროს მონაცემებით, მინიმუმ ნახევარი მილიონია ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი, რომელიც წავიდა საქართველოდან და დღემდე რუსეთის ფედერაციაშია. ჩვენი მონაცემებით, 800 ათასიდან მილიონ ადამიანამდეა სტატისტიკურად თუ გაყვები, სწორად თუ გაანალიზებ, მაგის გარდა სხვა სტატისტიკაც არის, გადმორიცხვები, რამდენი მოდის რუსეთიდან, რამდენი სხვა ქვეყნიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მილიონამდე ქართველი, საქართველოდან წასული ადამიანი ცხოვრობს დღეს რუსეთის ფედერაციაში და ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, ეს წერია კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მერვე პუნქტში, რომ სახელმწიფომ არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს, ხელი უნდა შეუწყოს თანამემამულეების კავშირს საკუთარ სამშობლოსთან და აქ ითხოვენ, რომ ჩვენ თანამემამულეებს ხელოვნურად უნდა შევუქმნათ ბარიერები სამსობლოსთან ურთიერთობის კუთხით, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)