|
2023-05-16 22:53:39, 762 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დღეს სოროსის ფონდში, გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა, სადაც სახალხო დამცველის არჩევაზე უწერიათ, რომ ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა - აბსურდია
დღეს სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, მათ გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პუნქტი შესრულდა, რომელი არ შესრულდა და რომელი ნაწილობრივ შესრულდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველზე მოთხოვნა იყო არჩევა, ავირჩიეთ და უწერიათ, რომ ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა - აბსურდია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. მისი თქმით, თუ ხათუნა სამნიძემ მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანს, ხათუნა სამნიძის ბრალია ნაწილობრივ შესრულება თუ ეს არის ხატია დეკანოიძის ბრალი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ლევან იოსელიანს? ამაზე პასუხი არ არსებობს. „საინტერესო რა არის, რომ ჩავუღრმავდეთ, ნაწილობრივ შესრულდა რას ნიშნავს, ანუ შესრულებაზე ვინ არის პასუხისმგებელი დადებითი კუთხით და ნაწილობრივზე ვინ არის პასუხისმგებელი უარყოფითი კუთხით - ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის პასუხისმგებელი ნაწილობრივზე, თუ ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის დადებითი კუთხით პასუხისმგებელი არჩევაზე, ანუ პუნქტის შესრულებაზე? სიტყვაზე, ხათუნა სამნიძემ მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანს, ხათუნა სამნიძის ბრალია ნაწილობრივ შესრულება თუ ეს არის ხატია დეკანოიძის ბრალი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ლევან იოსელიანს? ამაზე პასუხი არსებობს? მე მგონია, რომ არ არსებობს, რატომ, იმიტომ, რომ აბსურდია თვითონ ამის მოთხოვნაც, ანუ, ერთერთ პუნქტად მოთხოვნა იმისა, რომ უნდა აირჩიო თანამდებობის პირი 90 ხმით, ცოტა პრობლემური იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ 90 ხმა არის საჭირო, როგორ უნდა აგვეღო ჩვენ პასუხისმგებლობა, იგივე ვითარებაა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. აქ სირთულე ის არის, რომ დეპუტატებს არც უნდა არავის საბჭოში გადასვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)