|
2023-05-16 17:46:28, 752 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მისასალმებელია, როცა სანქციები მოხსნილია, ასევე სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს
მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს. აქეთკენ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, რუსეთის გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას, თუმცა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა არ იქნას გამოყენებული დასავლური სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის. „რაც შეეხება ფრენებს, ეს იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, რუსეთმა მოხსნა ეს სანქცია და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს. აქეთკენ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, რუსეთის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ითქვა მკაფიოდ, რომ არც ერთი ავიაკომპანია, არც ერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაჯდება და მეორე, საქართველო არ აპირებს დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და მეორე მხრივ, არ უწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)