|
2023-05-16 16:35:32, 787 ნახვა
პოლიტიკა
ერმაკი ფრენების აღდგენაზე - როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია
როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას. ერმაკის თქმით, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს, 2014 წლიდან კი ის კლავს უკრაინელებს. "საქართველომ კიდევ ერთ ავიაკომპანიას დართო ნება რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენებზე - Georgian Airways, მანამდე იყო Azimuth. ქართველი ხალხი მუდმივად სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს, 2014 წლიდან კი ის კლავს უკრაინელებს. მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს, უგულებელყოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები; განადგურებული მარინკა; ისინი ვინც ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლეს; ბავშვების გატაცება...როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია",- წერს ერმაკი. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)