|
2023-05-16 16:33:38, 788 ნახვა
პოლიტიკა
სტანო ფრენების აღდგენაზე - ხელისუფლების ეს ნაბიჯი ბადებს კითხვებს ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებით
ვწუხვართ, რომ საქართველომ მიიღო რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება,- აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მიიღო რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა დაუწესა სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორს, რის შედეგადაც ევროკავშირის ქვეყნები და პარტნიორები კრძალავენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე. საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით და იმ შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაში არის გათვალისწინებული. სამწუხაროდ, საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაეცა უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა სტანომ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)