|
2023-05-16 16:28:42, 800 ნახვა
პოლიტიკა
დარგალი - შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან - აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები ქმნის პირობას, რომ რეგიონი გახდეს აზიის და ევროპის დამაკავშირებელი
აზერბაიჯანი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ყალიბდებოდა”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. პარლამენტის წევრმა ასევე ისაუბრა ჰეიდარ ალიევის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებების შესახებ, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა. ,,ჰეიდარ ალიევს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში, გაძლიერებაში, ზოგადად, დღევანდელი რეგიონის უსაფრთხოების, ეკონომიკური გაძლიერების განვითარების მიმართულებით. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და სპიკერთან ერთად აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სესიაში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენი შეხვედრები გრძელდება. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობა, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ქმნის ყველა პირობას, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს უმნიშვნელოვანესი, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ზოგადად აზიასა და ევროპას შორის ბევრი მიმართულების დაკავშირებისთვის: სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და ასევე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)