|
2023-05-16 16:09:08, 756 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიციამ გვარამიასთან ერთად არ ახსენა სააკაშვილი, სტრასბურგმა რომ მათი ტყუილები ამხილა, ამ ნარატივით გვარამიას თემის გაფუჭება არ უნდათ
ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ დღევანდელ გამოსვლაში რადიკალური ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი და იცით რატომ?! - მიხეილ სააკაშვილზე, იმ რეზოლუციებზე, იმ განცხადებებზე, რაც თქვენ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას მოტივირებული პატიმრობის არგუმენტად მოიტანეთ, პასუხი სტრასბურგის სასამართლომ გასცა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის აზრით, სტრასბურგის რამდენიმე დღის წინანდელი გადაწყვეტილება ჯერჯერობით ყველას ახსოვს და სტრასბურგმა რომ მათი ტყუილები ამხილა, ამ ნარატივით გვარამიას თემის გაფუჭება არ უნდათ. „წარმოგედგინათ ორი კვირის წინ, რომ გვარამიას ახსენებდნენ, პოლიტპატიმრობაზე ილაპარაკებდნენ და სააკაშვილს საერთოდ არ ახსენებდნენ? ახლა გაწიეს ეს თემა. პიარული სვლაა, რადგან სტრასბურგმა თავისი გადაწყვეტილებით მათ და მათ პატრონებს უთხრა - თქვენ ყველა იტყუებოდით. ახლა არ უნდათ ეს ორი თემა ერთმანეთში არიონ, შესაბამისად, მარტივად გასაშიფრი ჩვეულებრივი პიარული სვლაა და საზოგადოება ამას კარგად ხედავს. ნაცმოძრაობის პიარ სტრატეგია ასეთია - ამ შემთხვევაში არ ვეხებით მიხეილ სააკაშვილს, დადასტურდა რომ მისი მოტივირებული პატიმრობა, კლავენ და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ცრუ ნარატივი და ტყუილი, მაგრამ რაც შეეხება გვარამიას, ამ ნაწილში რეზოლუციაში ჩანაწერი, ევროპარლამენტარების განცხადებები შეიძლება იყო მართალი. არა, ასე არ ხდება. ერთიც ტყუილი იყო და მეორეც. ეს არის სიმართლე. რატომ ამბობდნენ ეს ადამიანები ტყუილს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში?! ზუსტად იგივე მოტივაციაა გვარამიას შემთხვევაშიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)