|
2023-05-16 15:40:13, 665 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - უვიზო რეჟიმის შემოღების ვერაგული გადაწყვეტილება რუსეთის ჯარში საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას ითვალისწინებს
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მძიმე დარტყმაა. როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთმა საქართველო, ფაქტობრივად, მეგობარ სახელმწიფოდ აღიარა, რითაც ლუკაშენკოს ბელორუსის დონეზე დააყენა. „უვიზო რეჟიმის შემოღებას ნუ მივუდგებით მხოლოდ ადამიანის გადაადგილების კონტექსტში. ეს არის ვერაგული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირებას რუსეთის ჯარში ფულის სანაცვლოდ. ნახევარი წლის წინ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ხელს მოაწერდა კონტრაქტს და იმსახურებდა რუსეთის ჯარში, ან სხვა სამხედრო შენაერთში, ღებულობდა რუსეთის მოქალაქეობას. გუშინ პუტინმა ამ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, კიდევ უფრო გაამარტივა სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება და მას უკვე შეუძლია მთელი ოჯახით გახდეს რუსეთის მოქალაქე. გარდა ამისა, რუსეთის ჯარში სამსახურისათვის ენიშნებათ ხელფასი. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს კომპანია არის სანქცირებული, რომლის საიტზეც საქართველოს მიტაცებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებული", - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)