|
2023-05-16 14:23:22, 745 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს [ვიდეო]
ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც კი მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამმა სიმართლემ ხელისუფლების რეიტინგი გაზარდა. ანუ, სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებას უტიფრად აბრალებდნენ და მსოფლიოს მოსახლეობას უყვებოდნენ ტყუილებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავდნენ, მაგრამ მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაამტკიცა სიმართლე. „საქართველოს მეორე ფრონტად ფორმირების არაერთი მცდელობა მოვისმინეთ, მაგრამ, ტყუილიაო, ჯიუტად ამბობდნენ. ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობაზე ალაპარაკდა მეზობელი თურქეთიც, რომელიც რთულ საარჩევნო პროცესშია და პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ „სამზარეულოში" ვიღაც არის. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს არა მხოლოდ რუსეთის დასანქცირებას, არამედ, საკუთარი მოსახლეობის სანქცირებას სთხოვენ ფრენების აკრძალვით. ოჯახის, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, რწმენის აღიარება და პატივისცემა თურმე ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ყოფილა. საკუთარ ინტერესებზე ფიქრიც კი არ შეიძლება, არათუ ხმამაღლა საუბარი. რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და მათი პარტნიორი უცხოელი პოლიტიკოსებისგან? რამდენ უსამართლო ზეწოლას უნდა გაუძლოს ქვეყანამ? ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! ყველა ტყუილზე, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ვიმოქმედებთ იმ დიპლომატიური ჩარჩოს გათვალისწინებით, რასაც ზოგადად პატივს ვცემთ, თუმცა, დღეს ლოიალობის დრო არ არის. ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომლის მომავალიც მხოლოდ ჩვენს ხელშია. მავანნი კი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია. ესეც ტყუილია და მიმართულია სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულობის გასამართლებლად. ასეთი წარსული ჩვენ უკვე გვქონდა და აღარ გვსურს. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო ძლიერდება ზეწოლა ჩვენზე. ეს არ გვაშინებს, რადგან ძალა ხალხშია და ძალა სიმართლეშია! ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე - ქართველი და ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)