|
2023-05-16 14:14:57, 746 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - თავსებადი არ არის - თან გინდოდეს ევროპა და თან რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება
თქვენ არღვევთ კონსტიტუციას. ერთი ხელით თითქოს პარლამენტში ჰქმნით სამუშაო პროცესს, მეორე ხელით და მთელი ძალით ავრცელებთ ანტიევროპულ, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას მოუწოდა, მკვეთრი განცხადებებით გაემიჯნოს „ტროლების" მიერ წარმოებულ ანტიევროპულ პროპაგანდას. „ერთი ხელით აქ მუშაობდეთ და თან ანტიევროპულ პროპაგანდას გამალებით აწარმოებდეთ - არ არის ერთმანეთთან თავსებადი. არ არის თავსებადი თან გინდოდეს ევროპა და თან რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თავსებადი არ არის, რომ თან სამუშაო ჯგუფში და კომიტეტზე მეტ-ნაკლებად პოზიტიური, პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ცვლილებები ხორციელდებოდეს და რამდენიმე თვეში, ერთპარტიული, სრულიად არასწორი, არაევროპული არა კონსენსუალური, ძალიან ცუდი ცვლილებები შემოგქონდეთ საარჩევნო კანონმდებლობაში და იწყებდეთ მზადებას 2024 წლის არჩევნების ჯიბეში ჩასადებად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა . მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" არ უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ქვეყანა შედგეს როგორც ევროპული სახელმწიფო. „თქვენ არ გსურთ კორუფციისგან, უსამართლობისგან, ჩაგვრისგან, უფლებების დარღვევისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ყველას უფლება და ყველას ღირსება, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მეშვეობით და არა ოლიგარქიული მმართველობით",- თქვა ნაცვლიშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)