|
2023-05-15 23:03:02, 861 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - მას ჰქონდა სათანადო მოპყრობა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა
ავადმყოფობას, რომელიც არ იყო იმგავრი, როგორიც მათ უნდოდათ წარმოეჩინათ, დასჭირდა გაპიარება. რეალურად, ეს იყო თვითდაზიანებისგან გამოწვეული სიგამხდრე თუ სხვადასხვა დიაგნოზები, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი ეწეოდა თვითდაზიანებას, რომ ამ ავადმყოფობის გაპიარების საფუძველი შექმნილიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის მკურნალობისთვის. რაც შეეხება ცალკეული ევროპარლამენტარების მხარდაჭერას და მსჯავრდებული პრეზიდენტის შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუციების მიღებას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს დაგეგმილი პიარკამპანიის ნაწილი იყო. „კლინიკაში იყო გადაყვანილი, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მისი მკურნალობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო უსასტიკესი რეჟიმის შემქმნელი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებთან დაკავშირებით, რა დამართა ამ ქვეყანას, ყველამ კარგად ვიცით - ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ჰქონდა სათანადო მოპყრობა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა. რეზოლუციებში რატომ ხვდებოდა იცით? ბევრი შეკვეთილი სტატია, მათ შორის ფულით - ოფიციალურით თუ არაოფიციალურით. ოფიციალური დადასტურებულია, არაოფიციალურზე ჩვენ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია. ხდებოდა ამ რეზოლუციების და სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხარდაჭერის პიარკამპანიის ნაწილად გახდომა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ რომ გვამუნათებდნენ "სოციალისტებიდან" გასვლაზე, მაშინ, ამ პარტიის წარმომადგენლებმაც კი დაუჭირეს მხარი და ეს შემთხვევითი არ იყო. ამ ტყუილში ჩართულები იყვნენ ევროპელი პარლამენტარებიც, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა და საბოლოოდ სტრასბურგი ადასტურებს, რომ ეს იყო ტყუილი. ამ ტყუილზე მოაწერეს ხელი იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც რეზოლუციას სადაც "ფეიკ" ჩანაწერები იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირეს.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)