|
2023-05-15 21:14:50, 838 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არავის უნდა ვათქმევინოთ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ.
მამუკა მდინარაძე: არავის უნდა ვათქმევინოთ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, იქნებ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი წამოვიდეს მოლაპარაკებებზე და მათთვის სასურველი კანდიდატები წარმოადგინოს "არაერთი შეთავაზება გვქონდა ჩვენ [ოპოზიციასთან]. მათგან პასუხი არ მიგვიღია და ამიტომ კონსენსუსის შანსი ბევრიათქო რომ გითხრათ უნდა ვთქვა ტყუილი, რასაც არ გავაკეთებ, მაგრამ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ და არავის უნდა მივცეთ საბაბი ვათქმევინოთ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ,“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს, მცირე დასაბუთებით ხვალინდელი დღის განმავლობაში წარმოადგინოს მათთვის მისაღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად კონსენსუსამდე მისვლა სჯობს. „დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, იქნებ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი მაინც, რომელთა ხმაც ძალიან მნიშვნელოვანია წამოვიდეს მოლაპარაკებებზე, მათთვის სასურველი კანდიდატები წარმოადგინოს და არ გააკეთოს ისე, როგორც სახალხო დამცველის შემთხვევაში მათმა უმრავლესობამ გააკეთა. მაშინ არ იყო კომპრომისისთვის მზაობა, მაშინ არ იყო კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, მაშინ იყო ულტიმატუმი კონკრეტულ ორ კანდიდატზე, რომ თუ მათ არ ავირჩევდით, ჩვენ ვერ ავირჩევდით სახალხო დამცველს, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამის მცდელობა ბუნებრივია ახლაც იქნება არ დაგიმალავთ, მაგრამ ამ რისკიან გზაზე სიარულს ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით, სჯობს რომ კონსენსუსამდე მივიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში შევეცდებით, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)